ალვარადოს შკალაში ორი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი - მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში და ლეიკოციტოზი შეფასებულია ორ-ორი ქულით, ხოლოთ დანარჩენ ექვს ფაქტორს მინიჭებული აქვს თითო-თითო ქულა!
ქულათა ჯამი 5-6 მიუთითებს აპენდიციტის საეჭვო დიანგოზზე; ქულათა ჯამი 7-8 მიუთითებს შესაძლო აპენდიციტზე (საშუალო ალბათობით); ხოლო ქულათა ჯამი 9-10 მიუთითებს აპენდიციტზე მაღალი ალბათობით. სკალის გამოყენებით მწვავე აპენდიციტის დიაგოსტიკა ეფუძნება ნიშნების სიმპტომებისა და ლაბორატორიული მონაცემების განსაზღვრას!
ნიშნები:
1. მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მგრძნობელობა) +2
2. ტემპერატურის მომატება (37.3°C ან 99.1°F) +1
3. დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი +1
სიმპტომები:
4. ტკივილის მარჯვენა ქვედა კვადრანტში მიგრაციის (კოხერის) სიმპტომი +1
5. ანორექსია (უმადობა) +1
6. გულისრევის შეგრძნება ან ღებინება +1
ლაბორატორიული მონაცემები:
7. ლეიკოციტოზი >10 000 +2
8. ლეიკოციტური ფორმულის გადახრა მარცხნივ +1
რამდენადაც ალვარადოს შკალა რიცხობრივია, მას შეუძლია დაადასტუროს ან გამორიცხოს აპენდიციტი. კვლევები, რომელთა მიხედვითაც ალვარადოს შკალით <3-4 გამორიცხავს აპენდიციტს, ხასიათდება 96%-იანი მგრძნობელობით, ხოლო აპენდიციტის დადასტურებას, როდესაც ალვარადოს შკალით >6-7 აქვს მგრძნობელობა
58-88% იმაზე დამოკიდებულებით, თუ ვინ აკეთებს კვლევას და ვინ აფასებს სკალის ცალკეულ კომპონენტს! 2007 წლის მაკკის კვლევით (2007 McKay study) რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც ალვარადოს სკალით 4-6 ქულაა და ქირურგის კონსულტაცია, თუ ალვარადოს შკალით ქულები >ან = 7; ხოლო
თუ ალვარადოს შკალით 3 ან <, მაშინ გამორიცხულია აპენდიციტი და კტ. კვლევაც არაა საჭირო.