წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და „ტოპდოქტორს.ჯი“-ს  (შემდგომში „ვებ-პორტალი“, „ტოპდოქტორს.ჯი“ ან topdoctors.ge) შორის დადებულ, სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ https://topdoctors.ge/-ს ვებსაიტის გამოყენებას.

https://topdoctors.ge/-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

„ტოპდოქტორს.ჯი“ თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.

  1. ტერმინთა განმარტება:

1.1.  წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1.  ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

1.1.2.  ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;

1.1.3.  გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს;

1.1.4.  ვებსაიტი – აღნიშნავს  https://topdoctors.ge/ -ს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს მისთვის საინტერესო მომსახურებას (ექიმი - განათავსებს გარკვეულ ინფორმაციას მის შესახებ, ქმნის პროფილს, ხოლო პაციენტი აფასებს ამ პროფილს, მონაწილეობს რეიტინგის შექმნაში, ან რეიტინგის, პროფესიისა და ადგილმდებარეობის მიხედვით ირჩევს ექიმს).

1.1.5.  მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს https://www.topdoctors.ge/-ზე რეგისტრირებულ ანგარიშს. ჩვენი საიტს ორი სახის მომხმარებელი ჰყავს: ექიმები და პაციენტები.

1.1.6.  უნივერსალური იდენტიფიკატორები – salamander.ge-ს მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაცის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს https://topdoctors.ge/ საიტის მიერ შეთავაზებული, მისთვის საინტერესო მომსახურებით.

1.1.10.  წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მომსახურებასთან წვდომისთვის https://topdoctors.ge/ -მ, შესაძლოა, მიაწოდოს მომხმარებელს;

1.1.11.  ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და https://topdoctors.ge/ -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, თუ ასეთი არსებობს.

  1. განცხადებები და გარანტიები:
  2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1.  არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, არის 18 წელს მიღწეული და, ამავდროულად, არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.

2.2.  გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს https://topdoctors.ge/ -ს მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3.  მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4.  გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;

2.5.  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6.  მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7.  პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული https://topdoctors.ge/ -ს მოტყუებისაკენ, რეიტინგის გაყალბების, ან რაიმე სხვა სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ https://topdoctors.ge/ -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  https://topdoctors.ge/ -მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით (ემეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.) აცნობებს https://topdoctors.ge/ -ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. https://topdoctors.ge/  ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია https://topdoctors.ge/ -ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

2.13.1. ვებსაიტზე განთავსებულ მონაცემებთან მისი მახასიათებლების შესაბამისობაზე;

2.13.2.  მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;

2.13.3.  მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

  1. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:

3.1.  საიტის https://topdoctors.ge/ -ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:

3.1.1. მომხმარებლის მიერ https://topdoctors.ge/ -ს მომსახურებით სარგებლობისათვის:

  • მომხმარებელი რეგისტრირდება ვებსაიტზე https://topdoctors.ge/ შესაბამის განყოფილებაში: თუ მომხმარებელი რეგისტრირდება როგორც ექიმი, ირჩევს შესაბამის განყოფილებას „ექიმი“; ხოლო თუ მომხმარებელი რეგისტრირდება, როგორც პაციენტი, ირჩევს შესაბამის განყოფილებას „პაციენტი“.
  • რეგისტრაციისთვის მომხმარებელი სისტემაში უთითებს გარკვეულ ინფორმაციას, მაგ. სახელს, გვარს, ელ.ფოსტასა და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებსაიტზე ირჩევს მისთვის სასურველ მომსახურებას ან განყოფილებას და სარგებლობს ვებ-პორტალის შესაბამისი განყოფილებით.
  • საიტით სარგებლობის დასრულებისას მომხმარებელი მისი პროფილის პარამეტრებში მოიძიებს ღილაკს გამოსვლა და ამგვარად წყვეტს საიტით სარგებლობას.
  • თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა https://topdoctors.ge/ -ს მომსახურების პირობებთან ან ვებ-პორტალის რომელიმე, მისთვის საინტერესო განოფილებასთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე: +995579916030 ან ელ. ფოსტაზე:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 

  1. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:

4.1.  მომხმარებლის სახელი – ვებ-პორტალით სარგებლობის უფლების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი უნიკალური პარამეტრი.

4.2.  პაროლი – ვებ-პორტალით სარგებლობის უფლების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე. მომხმარებლის სურვილით პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას.

4.3.  მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.5.  მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.6.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ, შესაძლებელია, განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

  1. ავტორიზაცია:

5.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებსაიტით სარგებლობის მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

5.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

  1. კლიენტის მიერ სასურველი მომსახურების მიღება:

6.1 ვებ-პორტალი topdoctors.ge გათვლილია ორი ტიპის მომხმარებლისთივის შესაბამისი მომსახურების მიწოდებაზე: განყოფილებაში „ექიმი“ რეგისტრიდებიან პროფესიონალი ექიმები, ან რეზიდენტები; ხოლო განყოფილებაში „პაციენტი“ ყველა სხვა, ვებსაიტით სარგებლობის სურვილის მქონე კლიენტი.

6.2 განყოფილებაში „ექიმი“ რეგისტრაციისას, პროფესიონალი ექიმი ქმნის თავის სარეიტინგო პროფილს, რომელიც მოიცავს ძირითადი პროფესიული და გარკვეული ბიოგრაფიული სახის ინფორმაციას, ფოტოსურათ(ებ)ს და ა.შ. ამასთან, ექიმი ვებ-პორტალზე topdoctors.ge რეგისტრაციით ეთანხმება პირობას, რომ მის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყო საერთო, შეუზღუდავ წვდომაში საიტის სხვა მომხმარებლებისთვის.

6.3 განყოფილებაში „პაციენტი“ რეგისტრაცია შეუძლია ყველა სხვა საიტის მომხმარებელს, ვისაც სურვილი აქვს განახორციელოს შეფასების პროცედურა და ამით მონაწილეობა მიიღოს ექიმთა სტატისტიკური რეიტინგის შექმნაში, ან უბრალოდ, მადლობა გადაუხადოს თავის ექიმს. აგრეთვე, პროფესიის, რეიტინგისა და სხვა პარამეტრების მიხედვით მოიძიოს მისთვის სასურველი ექიმი, დაუსვას კითხვა, შეუთანხმდეს ვიზიტზე და ა.შ. განყოფილებაში „პაციენტი“ რეგისტრაცია მაქსიმალურად გამარტივებულია, დამატებულია რეგისტრაციის შესაძლებლობა Facebook-ისა და Google-ს პირადი აქაუნთების გამოყენებით.

6.4 ერთ პიროვნებას, რომელიც რეგისტრირებულია განყოფილებაში „პაციენტი“ ერთი, კონკრეტული ექიმის შეფასება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. topdoctors.ge ვებ-პორტალის მოტყუების, ჰაკერული ან სხვა სახის მანიპულაციების გზით, რეიტინგის შეცვლა, ან სხვა სარგებლის მიღება გამოიწვევს საიტით სარგებლობის უფლების შეწყვეტას!

  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

7.1. topdoctors.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვებსაიტით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;

7.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ვებ-პორტალით topdoctors.ge-ს სარგებლობა, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.

7.4. მომხმარებელს ეკრძალება topdoctors.ge მიერ გადაცემული ვებგვერდის (მომხმარებლის ანგარიში) გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის. მომხმარებელი  იძლევა გარანიტას იმის შესახებ, რომ მის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ დაარღვევს/შელახავს სხვა პირების უფლებებს, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში არ  მოვა კანონმდებლობასთან. მათ შორის, არ იქნება პორნოგრაფიის, ძალადობის, მუქარის შემცვლელი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, წამების ამსახველი თუ სხვა, არ იქნება ცნობილი პირის პერსონალური მონაცემები, გარდა ამ პირის წერილობითი თანხმობისა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ვებ-პორტალის ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ, შეიძლება გახდეს მომსახურების შეწყვეტის საფუძველი.

7.5. მომსახურების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საკითხის მოგვარებასთნ დაკავშირებით ყოველგვარი პასუხისმგებლობა  ეკისრება მომხმარებელს.

7.6. მომხმარებლის ვებგვერდი არ არის განკუთვნილი კომერციული მიზნებისათვის, შესაბამისად,  თუ მომხმარებელი გამოაქვეყნებს  ინფორმაციას, რომელიც შეიცავს კომერციულ რეკლამებს, ბმულებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს/განცხადებებს, რომლებიც არ ემსახურება ვებგვერდით სარგებლობას, ან საფრთხეს უქმნის ვებ-პორტალის არსებობას, topdoctors.ge უფლება აქვს მომხმარებელს გაუთიშოს ვებგვერდი ან მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.

7.7. თუ topdoctors.ge-გუნდი გადაწყვეტს, რომ მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თუ ბმულები არ შეესაბამება ,,ვებგვერდით სარგებლობის წესებს“ ან/და მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, topdoctors.ge-გუნდი უფლებას იტოვებს წაშალოს  ან დამალოს ასეთი სახის ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს ასევე, მომხმარებელს გაუთიშოს ვებგვერდი ან მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.

7.8. მომხმარებელმა კომპანიის მიერ მინიჭებული ვებ-გვერდის სივრცე უნდა გამოიყენოს მხოლოდ მისი პირვანდელი დანიშნულებით. მომხმარებელმა  ვებგვერდი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით. ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ვებ-გვერდის გამოყენება იკრძალება.

7.9. ამ მუხლში ჩამოთვლილი მომსახურების შეწყვეტის წინაპირობები არ არის ამომწურავი და მომხმარებელს კომპანიამ მომსახურება შესაძლოა შეუწყვიტოს კანონმდებლობის სხვა ნორმების ან/და ამ ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც.

  1. topdoctors.ge- პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

8.1.  თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა ვებსაიტითა და მის მიერ შეთავაზებული მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით.

8.2. topdoctors.ge გუნდი უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებსაიტზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

8.3 topdoctors.ge არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენ მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებ-საიტის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით topdoctors.ge-დან ან მისი მომსახურებიდან.

8.4 თქვენ ადასტურებთ, რომ topdoctors.ge არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-საიტზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.

8.5 topdoctors.ge პასუხისმგებელია:

8.5.1 მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე, წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

8.5.2 პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:

9.1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის ვებ-პორტალის შესაბამის განყოფილებაში რეგისტრაციისთანავე და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

9.2. არცერთი სხვა პირობა, გარდა მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებისა და/ან წინამდებარე ხელშეკრულების  გაუქმებაზე ორმხრივი შეთანხმებისა, არ იწვევს მის გაბათილებას.

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:

10.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.2. მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო;

10.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

10.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

10.5. საავტორო უფლებების შესახებ: ის მასალები, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე topdoctors.ge, მათ შორის ჩვენი ლოგო, საიტზე გამოქვეყნებული ტექსტური, თუ სხვა სახის ინფორმაცია, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს topdoctors.ge-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება topdoctors.ge-ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია.

  1. ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში:

11.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს topdoctors.ge-გუნდი მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. 

  1. ერთიანი ხელშეკრულება

12.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებსაიტთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

13.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. topdoctors.ge-ზე შესვლით და ვებსაიტით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკისა და ჩვენი ვებსაიტით სარგებლობის ყველა პირობას.

13.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით topdoctors.ge-ზე არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ვებ-პორტალი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

  1. გარდამავალი დებულებები:

14.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

14.2. მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია topdoctors.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და, ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც topdoctors.ge მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

14.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდა, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.

14.4. topdoctors.ge -ს აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ვებსაიტის, ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

14.5. მომხმარებელი topdoctors.ge-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს მესამე პირს.

14.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

კონტაქტი

წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.